01 03

четверг, 10 июня 2010 г.

პუშკინი და საქართველო



პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან დიდი რუსი მწერლის ცხოვრებას და მოღვაწეობას.მის საქართველოში მოგზაურობას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად,აგროვებენ ინფორმაციას პუშკინის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.აგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას. მოსწავლეები ეცნობიან იმ ფაქტს რომ ქართულმა სულიერმა კულტურამ, ქართულმა ლიტერატურამ დიდი გავლენა იქონია გამოჩენილ რუს მწერალზე ა. ს. პუშკინზე. ეცნობიან ლექსებს, რომლებიც მან საქართველოს მიუძღვნა. მოპოვებულ მასალას იყენებენ საპრეზენტაციოდ.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
ვადები,ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები ეცნონობიან ა.ს. პუშკინის ბიოგრაფიას და ახდენენ პრეზენტაციას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცნობიან მე 19 საუკუნის ისტორიას,ქართულ–რუსულ ლიტერატურულ კავშირებს,პუშკინის შემოქმედებას,სწავლობენ პრეზენტაციის მომზადებას.
სარგებელი სხვისთვის: პრეზენტაცია იქნება საინტერესო და სასიამოვნო
სამუშაო ენა: რუსული ენა.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწალო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე ეცნობა მე 19 საუკუნის რუსეთის ისტორიას. ისტორია, ლიტერატურა.
პროექტის ფასილიტატორი: ლეილა ლოლაევი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lalilolaevi@gmail.com
ჩემი პორტფოლიო